მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები იკრძალება

ფესტივალი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში იკრძალება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 3 კვირის განმავლობაში ასევე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს

👉 საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება ეძლევათ - ღიბრაძე