მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმით“ ვაქცინაცია გაცილებით უკეთესია“ - ვასილ ხაჩიაშვილი

 „სინოფარმით“ ვაქცინაცია  გაცილებით უკეთესია
1620134309
COVID-19

„სინოფარმით“ ვაქცინაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე არაფერი“, - ამის შესახებ ისრაელის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმ ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგმა ვასილ ხაჩიაშვილმა განაცხადა.

„აცრის შემდეგ ისრაელმა შემოიღო ე.წ მწვანე პასპორტები, ამ პასპორტის მეშვეობით შევძელი საქართველოში ჩამოსვლა, ყოველგვარი კარანტინის და იზოლაციის გარეშე.

პირველი 2 დღე აცრიდან, მხოლოდ ნანემსარს ვგრძნობდი და სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონია. მეორე აცრიდან დაახლოებით 2 კვირაში შევიდა მწვანე ბარათი მოქმედებაში და მას ვადა 6 თვე აქვს. ასევე არსებობს მეორე ტიპის ბარათი, რომელიც უშუალოდ აქვთ კოვიდ გადატანილებს, რომლის ხანგრძლივობა არის 3 თვე“, - განაცხადა ვასილ ხაჩიაშვილმა.

მისი თქმით, ის ფაიზერით აიცრა. ისრაელში იმ პერიოდში ფაიზერი იყო და მოსახლეობის უმეტესობა ფაიზერით არის აცრილი.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია არის გაცილებით უკეთესი ,ვიდრე არაფერი. ისრაელში არსებული სიტუაცია სწორედ ვაქცინაციის შედეგია. მწვანე ბარათი არის საჭირო, რომ ადამიანმა შეძლოს შევიდეს დახურულ სივრცეში, როგორიც არის: თეატრი, კინო, სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები და რესტორნების შიდა სივრცეები“, - აცხადებს ვასილ ხაჩიაშვილი.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ის კადრები რაც ვრცელდება ინდოეთიდან არის მათი ჯანდაცვის სისტემის არაეფექტური მუშაობის ბრალი. ეს უშუალოდ შტამის სიმძიმის ბრალი ნაკლებადაა, ის უფრო ჯანდაცვის სიტემის კრახის ბრალია.

„მე მაქვს იმედი, რომ ეს აცრა დამიცავს ინდური შტამისგან გამოწვეული მძიმე გართულებისგან და სიკვდილიანობისგან.

ნებისმიერი შტამისგან თავდასაცავად მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის საკმარისი. თუ ვაცნობიერებთ იმას, რომ არის შემდეგი ლოქდაუნის საფრთხე და ერთადერთი გამოსავალი არის აცრა, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ. აცრის გარეშე მოგვიწევს სერიული ლოქდაუნების გავლა, სანამ მოსახლეობის 60% არ იქნება იმუნიზირებული“, - აღნიშნავს ექიმი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“

👉 „მოქალაქეების აქტივობა „სინოფარმთან“ მიმართებით მაღალია, რადგან ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული“