მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაღაც დროის შემდეგ ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“ - გამყრელიძე ინდურ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1620119955
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კორონავირუსის ინდურ შტამზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინდოეთში არა მხოლოდ ინდური, არამედ ბრიტანული შტამიც არის გავრცელებული.

გამყრელიძის თქმით, ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია.

„ძალიან გთხოვთ ინდურ შტამზე აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. იმიტომ რომ თვითონ ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება რაც არის, მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ ბრიტანული შტამი პრევალირებს. ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია.

უმრავლესობა არის ბრიტანული შტამი, ამიტომ ეს შტამები ყველა ქვეყანაში რაღაც დროის შემდეგ გაჩნდება და იქნება. ამის გამო „ბუას“ ნუ შევქმნით. იმიტომ რომ ის ვაქცინები, რომელიც ჯერჯერობით ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ამ მუტირებულ შტამებს ფარავენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 313 742-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს - გიორგი ღიბრაძე

✔️ თამარ გაბუნია: 888 პაციენტი არის სასტუმროებში, თავისუფალი ადგილები არის 300-მდე

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა