მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოქალაქეების აქტივობა „სინოფარმთან“ მიმართებით მაღალია, რადგან ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული“ - მაკა ბულეიშვილი

სინოფარმი
1620133026
COVID-19

ექიმმა-თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში „სინოფარმთან“ მიმართებით მოქალაქეების მაღალი აქტივობა გამოიწვია იმან, რომ ვაქცინა ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

„მჯერა, რომ „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ჩვენ ველოდებით საბოლოო პასუხს. ჯანმო არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ამ საკითხს დეტალურად განიხილავს.

რაც შეეხება 78%-იან დაცვას, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით 18 წლის ზევით ჯგუფებისთვის“ - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

ექიმმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში მოქალაქეების აქტივობა „სინოფარმთან“ მიმართებით მაღალია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შემდგომი ეტაპისთვის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა.

4 მაისს, „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ივანე ჩხაიძე: „სინოფარმს“ აქვს ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია - ესაა უნგრეთი

✔️„მიჩნეულია, რომ კოვიდვაქცინაციის გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო“ - თამარ გაბუნია

✔️„ვაქცინაციის პროცესში, ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული“ - ნათია თურნავა