COVID-19

თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1632823621
დაკოპირებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მთავარი არხის“ ეთერში კოვიდვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ივანე ჩხაიძის თქმით, თუ არსებული ვითარება არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა.

„ვაქცინაციის გარეშე 900 000 ადამიანია დარჩენილი. 900 000 ძალიან დიდი ციფრია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. თუ ამას სახელმწიფოც, კერძო სტრუქტურებიც, სამედიცინო დაწესებულებებიც, ადგილობრივი თვითმმართველობაც განიხილავს, როგორც მის ძირითად საქმეს, ჯერ კიდევ არის იმედი, რომ დარჩენილი 3 თვის განმავლობაში რაღაც გამოვასწოროთ, თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ ვერ მოახერხა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების - ვაქცინაციის გამოყენება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“

👉 „კოვიდთან თამაშით არა მგონია ისე მყისიერად გამდიდრდეთ, როგორც ეს აზარტული თამაშების რეკლამებშია დახატული“

👉 „ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“