მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1632304021
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც არის საარჩევნო კამპანია.

მისი თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობა.

„რეალურად მსოფლიოში ჯამში ვაქცინაციის წარმატება მხოლოდ არის 60-70%-ზე მეტი. თუ მოზრდილი მოსახლეობის 40% აუცრელი დაგვრჩება, პრაქტიკულად ვერ შევაჩერებთ კორონავირუსის ტალღას.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა სახელმწიფოსი, ექიმების და საზოგადოების ყველა იმ წევრის, რომელთა სიტყვასა და აზრსაც რაიმე გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ახლა ყველას რესურსი უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იხილეთ აგრეთვე:

📢„არანაირი რისკი რომ ფაიზერი გაფუჭდეს, არ არსებობს“ - ტიკარაძე

📢„მეცნიერები ცხვირში შესასხურებელი ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ“ - ზაზა წერეთელი

📢ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 962 ადამიანი აიცრა