მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ფაიზერის 34 000 დოზა გაფუჭდა

ფაიზერი გაფუჭდა უკრაინაში
1633009661
COVID-19

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ფაიზერის 34 000 დოზა გაფუჭდა. გაფუჭებული ვაქცინა განადგურებული იქნება. ამის შესახებ zn.ua იუწყება.

როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, ვაქცინა ტემპერატურის რეჟიმის დარღვევის გამო გაფუჭდა.

„ვინაიდან შენახვის წესები იყო დარღვეული, ფაიზერის ამ პარტიით მოსახლეობის ვაქცინაცია აღარ მოხდება და ვაქცინა უტილიზებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლიაშკოს განცხადებით, ასტრაზენეკის ვაქცინის დარჩენილი 1,4 ათასი დოზა სრულად იქნება გამოყენებული, ვიდრე მას ვარგისობის ვადა გაუვა.

ცნობისთვის, უკრაინაში ვაქცინაცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. თავდაპირველად ქვეყანაში პრეპარატი Covishield გამოიყენებოდა. შემდეგ მას კორონავაკი, ასტრაზენეკა და ფაიზერი დაემატა. 22 ივლისს უკრაინაში მოდერნას გამოყენებაც დაიწყო, თუმცა ეს ვაქცინა 15 სექტემბერს უკვე დამთავრდა.

იხილეთ ასევე:

🔴 „კურიოზული სიტუაციაა საქართველოში, აბსურდის თეატრია ვაქცინაციის საკითხში - ვაქცინა არის და ხალხი არ იცრება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴„წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ორივე დოზით აცრა სულ უფრო ფუჭ ოცნებად რჩება“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔴 „ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია“- ბიძინა კულუმბეგოვი