მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კურიოზული სიტუაციაა საქართველოში, აბსურდის თეატრია ვაქცინაციის საკითხში - ვაქცინა არის და ხალხი არ იცრება“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1633005298
COVID-19

„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კურიოზული, ანეკდოტური სიტუაციაა საქართველოში შექმნილი, აბსურდის თეატრია ვაქცინაციის საკითხში, რატომ? - ვაქცინა არის საკმარისზე მეტი, გამარტივებულია ვაქცინაციის პროცედურა და ხალხი არ იცრება“ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ვაქცინაცია არის კარგი, თუმცა, თავს იკავებენ აცრისგან, რადგან ფიქრობენ, რომ მათი სიცოცხლე მათი საქმეა.

„პანდემიით გამოწვეული ზარალი თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, იციან და ირეკლავენ თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ეს არის აბსურდის თეატრი, როცა ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის, შენ იცი, რომ თუ ვაქცინას არ გაიკეთებ დამძიმების რისკი გაქვს და ამისაგან ვაქცინა გიცავს, ამაზე მეტი მოტივაცია რა უნდა იყოს?

პირდაპირი გაგებით საბოტაჟს უწყობენ საკუთარ ჯანმრთელობას და ქვეყანას, ზოგი არ იცრება თითქოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მას ეკუთვნის, ფიქრობენ „ვისი რა საქმეა“ - ასე არ არის, ის 1, 10 და 100 ადამიანი ავრცელებს, აავადებს სხვა 100-ს და 1 000-ს, მათ შორის ქვეყანას, ანუ არ აცრა არის საბოტაჟი როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე ქვეყნის მიმართ.

რატომ არ იცრებიან? ეს ერთ-ერთი ამოუცნობი პარადოქსია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა ასე, რომ ვაქცინები იყოს საკმარისზე მეტი, ამცრელი ქსელი იყოს უნიკალური, გართულებები იყოს მინიმუმზე მინიმუმი, მოსახლეობა კი არ იცრებოდეს.

ქართველები ბუნებით სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. გავრცელებული სკეპტიკური განცხადებები კი მოსახლეობას აბნევს“, - თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 347-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 1 785 862 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 804 238 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.2 %

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია“- ბიძინა კულუმბეგოვი

✅„სიმშვიდემდე შორს ვართ, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს“ - ამირან გამყრელიძე

✅ვარ თუ არა სრულად აცრილი ვაქცინის მესამე დოზის გარეშე? - Associated Press