COVID-19

„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

სომია სვამინათანი
1635156884
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია არ არის საკმარისი. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მან მოუწოდა მსოფლიოს გაფართოებული ვაქცინის თანასწორობისა და ხელშეწყობისაკენ ღარიბი ქვეყნებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება, რომელიც იწვევს COVID 19-ის მუტაციურ ვარიანტებს.

ვაქცინები ეფექტიანია, მაგრამ არა 100%-ით

„ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის ვერცხლის ტყვია. ვაქცინები ძალზე ეფექტიანია, რათა მძიმე დაავადებებისგან დაცული იყოს საზოგადოება... მაგრამ ვაქცინები არ არის 100%-ით ეფექტიანი ინფექციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

მიუხედავად იმისა, რომ აცრა გვიცავს და გამონაკლისი შემთხვევები იშვიათია, ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია გადასდოს ვირუსი მეორე ადამიანს.

დღესაც არის ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი რიცხვებით და მათ ჯერ კიდევ აქვთ ინფექციის მზარდი მაჩვენებლები. რაც უფრო მაღალია ინფექციის გავრცელება, საფრთხე არის, რომ თქვენ ქმნით ახალ ვარიანტებს, რომლებიც შემდეგ დააინფიცირებენ სხვა ადამიანებს, თუნდაც ვაქცინირებულებს. გამოიყენეთ სხვა ზომები მანამ, ვიდრე მსოფლიოში ყველა არ იქნება დაცული“, - განაცხადა სუმია სვამინათანმა.

არ დასრულდება პანდემია ვაქცინების თანასწორობის გარეშე

სვამინათანმა თქვა, რომ კორონავირუსმა ვაქცინების გადანაწილების გლობალური უთანასწორობა მკვეთრი შემსუბუქებისკენ მიიყვანა და გამოიწვია ის, რასაც მან „ორმხრივი პანდემია“ უწოდა.

არსებობს მსოფლიოს ერთი ნაწილი, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ასეთ ქვეყნებში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ვაქცინებზე. აფრიკის კონტინენტზე ადამიანთა 2%-ზე ნაკლებია სრულად აცრილი და მათთვის ჯერ შორს არის ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.

სვამინათანი ამტკიცებდა, რომ პანდემიის სამუდამოდ დასრულების ერთადერთი გზა იყო მდიდარი ქვეყნების მიერ მეტი სოლიდარობის გამოვლენა:

„უბრალოდ მეტი დრო დასჭირდება, თუ მსოფლიო ერთად გადაწყვეტს გაერთიანდეს და გამოავლინოს სოლიდარობა. ქვეყნებმა გაიზიარონ ვაქცინების მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მიდგომა, რომელიც დღეს გვაქვს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ სიკვდილი. ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში COVID 19-ის გამო ყოველ კვირას 40,000-45,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება და ეს უნდა შეწყდეს“,- განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

მზადება შემდეგი პანდემიისთვის

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მომავალ პანდემიასთან მზადყოფნისთვის ინვესტირება მოახდინოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამანგრეველი შედეგები, რომელიც მსოფლიომ იხილა ბოლო 20 თვის განმავლობაში.

„მსოფლიომ კვლავ უნდა იფიქროს პანდემიისთვის მზადყოფნაზე,“ - თქვა სვამინათანმა და დასძინა, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს. „როგორ მოვემზადოთ შემდეგი პანდემიის პრევენციისთვის? და თუ ეს სრულიად შეუძლებელია, როგორ აღმოვაჩინოთ ის ადრეულ ეტაპზე? როგორ ვუპასუხოთ მას?“, - აცხადებს სპეციალისტი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პრევენციული გეგმები საჭიროებს დაფინანსებას, რათა შეიქმნას გლობალური სივრცე, რომ მთელ მსოფლიოში შესაძლებელი გახდეს მონაცემების გაზიარება.

როგორია ამჟამად პანდემიის გლობალური მაჩვენებელი?

როგორც სვამინათანი აღნიშნავს, ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა კანადა, ჩინეთი, დანია და პორტუგალია, მათი მოსახლეობის 75% ან უფრო მეტი სრულად ვაქცინირებულია. სხვა ქვეყნები, როგორიცაა ნიგერია, ეთიოპია, სირია და ავღანეთი, 5%-ზე ნაკლებია აცრის მაჩვენებელი.

მისი თქმით, დაახლოებით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7%-ს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.

ჯანმოს არ დაუსახელებია კორონავირუსის ახალი ვარიანტი, როგორც ერთ-ერთი „განსაკუთრებული შეშფოთების“ საფუძველი. თუმცა ე.წ. „დელტა პლუსის“ ვარიანტმა ისრაელისა და იაპონიის ექიმები შეშფოთება გამოიწვია.

არაერთმა მდიდარმა ქვეყანამ, შედარებით მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებლით, უკვე მოხსნა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციის რაოდენობის გაზრდის მიუხედავად. მაგალითად, გაერთიანებული სამეფო ახორციელებს პირბადეების უმეტესობის მანდატს საჯარო სივრცეებისთვის.

ხოლო დანიამ, სადაც მოსახლეობის 76% სრულად ვაქცინირებულია, გააუქმა COVID 19–ის შესაჩერებლად მიღებული თითქმის ყველა ზომა.

ინფორმაციისთვის, 244 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (244,444,105) ასეთია worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილ პირთა რიცხვით. 25 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,964,101 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 221 მილიონზე მეტია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅„მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 1 წელიწადში დაუბრუნდება“ - ალბერტ ბურლა

✅როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან,  SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაიენმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 
1643365218
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1643361331
„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

„არ არსებობდა ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა და ვალდებულება“ - გორი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სა...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!
თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
მაროკო კოვიდვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს
მაროკო შვედურ ფირმა Recipharm-თან პარტნიორობით, COVID 19-ის ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.