მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

გებრეიესუსი პრესკონფერენციაზე
1635149806
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა ქვეყანა არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას დაიწყებს.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას. ეს ჩვენს ხელშია.

პანდემიასთან საბრძოლველად გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური საშუალებები და სამედიცინო ინსტრუმენტები. მაგრამ მსოფლიომ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 50,000-ს აღწევს, პანდემია ჯერ შორს არის დასრულებამდე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ წლის ბოლომდე ვაქცინირებული ყოფილიყო ყველა ქვეყნის მოსახლეობის 40%. ეს მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია.

არის რამდენიმე რამ, რაც მინდა შემოგთავაზოთ და რაც უნდა გავაკეთოთ: ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე მიაღწიეს 40%-იან მიზანს - მათ ვაქცინის მიწოდების რიგში თავიანთი ადგილი უნდა დაუთმონ დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 650 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 694 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 635 611 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 788 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი აცრებისაკენ ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„როდის იქნება ახალი ტალღის პიკი?“ - მაია ბუწაშვილი

✅„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორსულებისთვის უსაფრთხოა - კვლევა