მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] უნდა დაიწყოს თუ არა რუსეთთან საზღვაო მიმოსვლა?

სამგზავრო გემი

სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით აფხაზეთსა და საქართველოში გემის ტრანსპორტირების მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო ტრანსპორტი] გაიხსნება აფხაზეთში და საქართველოში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიზანი არის, ზაფხულში დავიწყოთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტრანსპორტირება სოჭიდან საქართველოში განხორციელდება ბათუმში.

„ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, -  ასე გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

თქვენი შეფასებით, უნდა დაიწყოს თუ არა ოკუპანტ ქვეყანასთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა?