მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი ისტორიაში პირველად კიევს ეწვია და ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

პინი ჰენარე, ოლექსი რეზნიკოვი

ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი პინი ჰენარე უკრაინასა და პოლონეთს ეწვია, კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი კოლეგას პინი ჰენარეს კიევში. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი პროექტები, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზები და კოორდინირებული ომის შემდგომი აღმშენებლობის ძალისხმევა. გმადლობთ, რომ მზად ხართ უკრაინის ინტერესების წინ წასაწევად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

თავის მხრივ ჰენარემ განაცხადა:

„მე ვადასტურებ ახალი ზელანდიის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის და მისი ხალხის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვგმობ რუსეთის აგრესიას“.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ახალი ზელანდიის მიერ დიდ ბრიტანეთში მისიის გაგრძელება უკრაინული ჯარების მომზადების მხარდასაჭერად 2023 წლის ივლისამდე.

ახალი ზელანდიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰენარე გაოცებული იყო უკრაინელი ხალხის გამძლეობითა და მონდომებით, ასევე მათი მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ამდენი დიაგნოზის მქონე კაცის რეაბილიტაცია არცერთ კლინიკას საქართველოში, სამწუხაროდ, მისი დონიდან გამომდინარე, არ შეუძლია - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 უკრაინამ ცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale საზენიტო სისტემები მიიღო

👉 რუსეთი ამზადებს ტერაქტებს ბელორუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე - უკრაინის დაზვერვა

👉 „ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში“ - ნიკა მელია

👉 „ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ნაციონალისტური ბანდა და ყველა მათი მხარდამჭერი, მსოფლიო საზოგადოების მტრები და ტერორისტები არიან“ - რამზან კადიროვი