მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ - Reuters

ოქრო

დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა აკრძალავენ რუსული ოქროს იმპორტს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრების ნაწილია უკრაინაში შეჭრის გამო.

აკრძალვა ძალაში მალე შევა და შეეხება ახლად მოპოვებულ ან დამუშავებულ ოქროს. გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ადრე ექსპორტირებული რუსული წარმოშობის ოქროზე.

„ზომები, რომლებიც დღეს გამოვაცხადეთ, პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებს და დაარტყამს პუტინის ომის მანქანას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

რუსული ოქროს ექსპორტმა შარშან 12,6 მილიარდი ფუნტი (15,45 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პარადოქსი ის იქნება, რომ უკრაინელები ბელორუსებს რუსებზე უფრო მეტი ბოროტებით მოკლავენ“ - ალექსეი არესტოვიჩი

👉 რუსებმა კიევის დაბომბვა განაახლეს - ისმის აფეთქებების ხმა

👉 პუტინი ლუკაშენკოს ბალისტიკურ რაკეტებს დაჰპირდა, რათა დაუპირისპირდეს „აგრესიულ“ დასავლეთს - Reuters

👉 პუტინს უკრაინის ომის დასრულების ორი თარიღი აქვს - უკრაინის დაზვერვის განმარტება