მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკში დაბომბვისას დიმიტრი როგოზინი დაიჭრა - BBC

დიმიტრი როგოზინი, როსკოსმოსის ხელმძღვანელი

რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი და „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის თავმჯდომარე, ვიტალი ხოცენკო 21 დეკემბერს, საღამოს, დონეცკის დაბომბვისას დაიჭრნენ. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც როგოზინისა და ხოცენკოს გარემოცვა ირწმუნება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავად როგოზინმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ს განუცხადა, რომ იგი ზურგში დაიჭრა ნამსხვრევებით.

„მე ვიცოცხლებ“, - განუცხადა როგოზინმა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, დონბასში სამხედრო მრჩეველთა „მეფის მგლების“ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, როგოზინი და ხოცენკო დაჭრეს რესტორან „შეშ-ბეშში“, სადაც როგოზინმა დაბადების დღე აღნიშნა (მას 21 დეკემბერს 59 წელი შეუსრულდა).

დონეცკის გარეუბანში დაბომბეს სასტუმრო, რომელშიც სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, მათ შორის დიმიტრი როგოზინი ცხოვრობდა ბოლო თვეებში.

გამოცემა BAZA-ს ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი ვიტალი ხოცენკოს დაცვაა.

რესტორანი და სასტუმროს კომპლექსი „შეშ-ბეში“ მდებარეობს დონეცკის სამხრეთ გარეუბანში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

👉 „მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს“ - ჯო ბაიდენი

👉 შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი - ზელენსკი აშშ-ის კონგრესს