მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

ჯო ბაიდენი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში უნდა მოხვდეს „ნეონაციზმის სპონსორობის პოლიტიკისთვის“.

„დროა, ბაიდენი საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდეს, როგორც საერთაშორისო კრიმინალი. სწორედ ნეონაციზმის სპონსორობის პოლიტიკამ გამოიწვია უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი. შეერთებულმა შტატებმა, დემოკრატიული ღირებულებების საფარქვეშ, გამოიყენა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, როგორც ვაჭრობის საშუალება თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების და რუსეთის დასუსტების სურვილის მისაღწევად“, - განაცხადა შერემეტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი