მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი და მაკრონი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შესთავაზა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა.

„რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფერს არ გააკეთებს. მას სურდა გარკვეული შედეგების მიღწევა შუამავლობაში, მაგრამ ვერ მიაღწია არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არის ძალიან არასწორი. ჩვენ არ ვართ მზად, ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო დავკარგოთ ტერიტორიები. ეს არის ფუჭად დაკარგული დრო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ წლების განმავლობაში ევროპელი ლიდერები ეძებდნენ მიდგომას რუსეთისა და პუტინის მიმართ და ეს სიტუაცია შეადარა ჰიტლერს, „რომელსაც მიეცა საშუალება ეფიქრა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე“.

„24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ არ აინტერესებს დათმობა და ის ტერიტორიას აიღებს, თუ ამას გადაწყვეტს. ემანუელს არ სჭირდება ამა თუ იმ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. ის გახდა პრეზიდენტი, მე მხარი დავუჭირე მას. მხოლოდ წინ გადადგით ნაბიჯი, თუ გსურთ დაიბრუნოთ ის, რაც თქვენია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „უკრაინა ომის ხანგრძლივ ფაზაში შედის, რთული კვირები ელის“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

✔️ „ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის ზონად“ - სერგეი ლავროვი

✔️ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიღუპება, თუ რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებს არ გახსნის - გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი

✔️ ჯალათი ალეპოდან: ხარკოვი განადგურდა კასეტური ბომბებით იმ გენერლის ბრძანებით, რომელმაც სირიაში დანაშაული ჩაიდინა

✔️ „პუტინი თავს იმცირებს მსოფლიო ასპარეზზე“ - ლიზ ტრასი