მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ომის ხანგრძლივ ფაზაში შედის, რთული კვირები ელის“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში შედის.

„ჩვენ შევდივართ ომის ახალ - გრძელვადიან ფაზაში. მის მოსაგებად უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერმა, საბოლოოდ, ვერ გაუძლოს“, - წერს ის.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, 9 მაისისთვის რუსეთმა მიიღო სტრატეგიული მარცხი - „მან ვერ შეძლო უკრაინის განადგურება სამხედრო ინტერვენციითა და ძალაუფლების შეცვლის გზით“.

„რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ მარცხს ბრძოლის ველზე დაემატა სტრატეგიული მარცხი საერთაშორისო დონეზე. თუ გავიხსენებთ, რომ ცივილიზებული სამყარო აძლიერებს ეკონომიკურ სანქციებს და ფინეთი და შვედეთი ემზადებიან ნატოში გაწევრიანებისთვის, მსოფლიოს აქვს შანსი დაამარცხოს დიქტატურა, რომელიც ქმნის გლობალურ საფრთხეს“, - განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვმა დასძინა, რომ უკრაინას ძალიან რთული კვირები ელის.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის ზონად“ - სერგეი ლავროვი

✔️ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიღუპება, თუ რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებს არ გახსნის - გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი

✔️ ჯალათი ალეპოდან: ხარკოვი განადგურდა კასეტური ბომბებით იმ გენერლის ბრძანებით, რომელმაც სირიაში დანაშაული ჩაიდინა

✔️ „პუტინი თავს იმცირებს მსოფლიო ასპარეზზე“ - ლიზ ტრასი

✔️ „თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“ - გაეროში რუსეთის ელჩი