მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რუსეთი კი ამ დროს არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს“ - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

„ორბანი, ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი, რომელიც თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მკაცრად აკრიტიკებს მოსკოვის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში შეჭრის გამო“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპული გამოცემა წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, სანქციებმა არ გაამართლა, რუსეთი თავს კარგად გრძნობს, ამ დროს კი ევროპა სისხლისგან იცლება.

„სანქციებმა არ გაამართლა მათზე დამყარებული იმედი, ომი არ დასრულდა. ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რუსეთი კი ამ დროს არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს. გასაგებია, რომ წარუმატებელი სასანქციო პოლიტიკა შესაცვლელია“, – განაცხადა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის“ - ემანუელ მაკრონი

👉 უკრაინელების ტანკების ნახევარზე მეტი რუსების დატყვევებული ტექნიკისგან შედგება - ბრიტანული დაზვერვა

👉 🎥 „ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთმა იცოდეს, რა დაემართება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში“ - ზელენსკი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, პუტინის დაბადების დღეზე პროვოკაციები მოამზადონ - გენერალი გრომოვი

👉 მედვედევი ზელენსკიზე: ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია უნდა ჩაუტარონ