მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელების ტანკების ნახევარზე მეტი რუსების დატყვევებული ტექნიკისგან შედგება - ბრიტანული დაზვერვა

ომი უკრაინაში

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან დახევისას ან კაპიტულაციის დროს მძიმე ჯავშანტექნიკას ტოვებენ. უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი დატყვევებული მანქანებისგან შედგება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კონვერტირებული დატყვევებული რუსული ტექნიკა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. შეჭრის შემდეგ უკრაინამ, სავარაუდოდ, დაიკავა სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანტექნიკა.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „უკრაინის ამჟამინდელი სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი პოტენციურად დატყვევებული მანქანებისგან შედგება“.

რუსული ეკიპაჟების უუნარობა, გაანადგურონ დაუზიანებელი აღჭურვილობა გაყვანამდე ან კაპიტულაციამდე, ადასტურებს მათ არასაკმარის მომზადებას და საბრძოლო დისციპლინის დაბალ დონეს.

„რამდენიმე რაიონში რუსული ფორმირებების ძლიერი დაძაბულობის და ჯარების მზარდი დემორალიზების კონტექსტში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმე იარაღის დაკარგვას“, - მიიჩნევს ბრიტანული დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 „ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთმა იცოდეს, რა დაემართება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში“ - ზელენსკი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, პუტინის დაბადების დღეზე პროვოკაციები მოამზადონ - გენერალი გრომოვი

👉 მედვედევი ზელენსკიზე: ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია უნდა ჩაუტარონ