მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედვედევი ზელენსკიზე: ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია უნდა ჩაუტარონ

დიმიტრი მედვედევი, ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. 

🎥 „ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთმა იცოდეს, რა დაემართება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში“ - ზელენსკი

მედვედევის თქმით, ზელენსკის „პროფილაქტიკური კრანიოტომია“ სჭირდება. 

„ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია [თავის ქალას გახსნა და ძვლის ნაწილის ამოკვეთა] იქამდე უნდა ჩაუტარონ, სანამ ის კიდევ უფრო მეტ უბედურებას დამართებს თავის ხალხსა და ყველას“, - აცხადებს მედვედევი. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს, ამისთვის კი „პრევენციული დარტყმები“ უნდა განახორციელოს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი აპირებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე წავიდეს“ - მედვედევი

✔️ რუსი სამხედროების მძიმედ შეიარაღებული ჯგუფი ხერსონიდან ყირიმში გაიქცა - Meduza

✔️ უკრაინა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს, რათა ზამთარში რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას - Politico

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

✔️ „უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს“ - შმიგალი