მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არ აღიარებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არ მიღების შესახებ.

პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით დაამტკიცა, 7 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, იგი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.

რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წლიდან, ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ამას აკეთებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში.

კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ არ მიიღებენ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს. წინადადება მიზნად ისახავს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კოორდინირებული, თანმიმდევრული მიდგომის შექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე უნდა დაგმოს უკრაინის დარტყმები - დმიტრი პესკოვი

👉 „აქ საკითხავი ის არ არის, ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი, რატომ არის ომი თქვენს ტერიტორიაზე?“ - ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის

👉 „ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა“ - ქალი, რომელიც ქუთაისში ძაღლმა დაკბინა, კლინიკაში გარდაიცვალა

👉 უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება - ალექსანდრე ლუკაშენკო