მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება.

„ყველაფერი უკრაინის ხელშია. იმიტომ კი არა, რომ ეს თემა ზელენსკისა და უკრაინაზე გადავიტანო. მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი - უფრო მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების. ძნელია, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ, ეს უნდა შევაჩეროთ, რადგან შემდგომში იქნება უკრაინის სრული განადგურება... ეს არ არის ისე, როგორც ერთხელ პუტინმა თქვა „ოპერაციამდე“ დიდი ხნით ადრე, რომ ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ემუქრება. ეს იქნება უკრაინის განადგურება. უნდა გავჩერდეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს (სსრკ-ს დანაკარგები), მაგრამ ახლა „ეს არავის ახსოვს“ და გერმანიასთან „ისინი მზად არიან, არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ ითანამშრომლონ“.

თვითგამოცხადებული პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იგივე მოხდება უკრაინელებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთი დონბასში მედესანტეებს აგზავნის - ბრიტანული დაზვერვა

👉 სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

👉 „უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით“ - ოლაფ შოლცი

👉 „კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ - ვიტალი კლიჩკო

👉 პოლონეთი გერმანიას მიმართავს, ვარშავისთვის დაპირებული Patriot-ები უკრაინას გადასცენ