მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე უნდა დაგმოს უკრაინის დარტყმები - დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესპიკერი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე, უნდა დაგმოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ასეთი განცხადებები (რუსეთის ფედერაციის ქმედებების დაგმობა) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განცხადებებით დაგმობენ უკრაინის საარტილერიო დარტყმებს დონბასში სამოქალაქო ობიექტებზე და საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც 2014 წლიდან ხდება. საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან მსგავსი არ გვსმენია“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის ობიექტებზე რუსული დაბომბვა დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „აქ საკითხავი ის არ არის, ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი, რატომ არის ომი თქვენს ტერიტორიაზე?“ - ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის

👉 „ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა“ - ქალი, რომელიც ქუთაისში ძაღლმა დაკბინა, კლინიკაში გარდაიცვალა

👉 უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება - ალექსანდრე ლუკაშენკო

👉 რუსეთი დონბასში მედესანტეებს აგზავნის - ბრიტანული დაზვერვა

👉 სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს