მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განსხვავებული მიდგომების გამო რუსეთი და აშშ უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ - სერგეი რიაბკოვი

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ. 

ლავროვის მოადგილე აცხადებს, რომ ორ ქვეყანას უკრაინის საკითხზე განსხვავებული მიდგომა აქვს. 

„ჩვენ არ გვაქვს დიალოგი შეერთებულ შტატებთან უკრაინის საკითხზე, რადგან ჩვენი მიდგომები რადიკალურად განსხვავებულია“, - აცხადებს რიაბკოვი. 

რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს შანსი განაახლონ  დიალოგი შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი გააცნობიერებს, რომ „არ უნდა მოხდეს გარკვეული საკითხების ცალმხრივი პოზიციონირება“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი

👉 „თუ წავაგებთ, ჰააგა დამლაგებელსაც კი ელოდება, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს ასუფთავებს“ - მარგარიტა სიმონიანი

👉 „არ ვიცი, ლევანი რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს... სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ - ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილის აქციაზე