მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მზადება კონტრშეტევისთვის - უკრაინელებმა ხერსონში რუსული შტაბი და ყაზარმები გაანადგურეს

აფეთქება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსული შტაბი და ყაზარმები გაანადგურეს, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი იუწყება

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ორკები ნოვა მაიაჩკაში. იქ ოკუპანტებმა შტაბი და ყაზარმები მოაწყვეს ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე. ველოდებით დაღუპული რუსების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს“, - აცხადებს ხლანი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში რუსების 16 პოზიცია გაანადგურეს. 

კიევი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ხერსონის ოლქის გასათავისუფლებლად კონტრშეტევას გეგმავს. 



ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

👉 „ბაიდენს ვუთხარი, თუ ირანს ვერ შევაკავებთ, სამხედრო ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

👉 „რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო, ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან“ - ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე