მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო, ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან“ - ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცაზე თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ტერორისტული აქტი, რომლის ჩადენაც ადამიანს არ შეუძლია.

„ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან... რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

🔴  ვინიცაზე სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

🔴  უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა  

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსეთის ფედერაციამ „მოხალისეთა ბატალიონების“ შექმნის ბრძანება გასცა - ISW