მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ზავის „კორეულ ვერსიას“ გვთავაზობს, რაც უკრაინის დაყოფას ნიშნავს“ - დანილოვი

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინას ზავის „კორეულ ვარიანტს“ სთავაზობს. 

მისი თქმით, მსგავსი ზავი უკრაინის დაყოფას ნიშნავს. 

„ამჟამად გვთავაზობენ კორეულ ვარიანტს. ეგრეთ წოდებული პირობითი - „38-ე პარალელი“. რუსები ახლა ყველაფერს მოიგონებენ. ზუსტად ვიცი, რომ მათ შეუძლიათ, რომ ასეთი ვარიანტი შემოგვთავაზონ. 

ბოლო შეხვედრის დროს კორეის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ორ ნაწილად დაყოფა 38-ე პარალელის გასწვრივ შეცდომა იყო: 1950-იან წლებში მიღებულმა დათმობებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დიდი პრობლემები გამოიწვია“, - აღნიშნა დანილოვმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური დარტყმების გამო შესაძლოა, თავისი მარაგი მალე ამოწუროს - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

🔴 „პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“ - ლევან რატიანი ლიფტის ჩავარდნის გამო დაშავებულზე

🔴 რუსეთი ფრონტის ორი ხაზის გარღვევისთვის ემზადება - ბრიტანული დაზვერვა