მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“ - ლევან რატიანი ლიფტის ჩავარდნის გამო დაშავებულზე

ლიფტის შახტა

ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობის შესახებ კომენტარი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.  

„პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას“, - განუცხადა ლევან რატიანმა „ტვ პირველს“. 

შეგახსენებთ, 7 იანვარს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დანარჩენი ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური დარტყმების გამო შესაძლოა, თავისი მარაგი მალე ამოწუროს - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი