მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონიდან გარბის - უკრაინული მხარე

რუსი სამხედროები

რუსი დამპყრობლების სამხედრო სარდლობის უმეტესობამ უკვე დატოვა ხერსონი. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ განაცხადა.

„მე შემიძლია, დავადასტურო ეს. მართლაც დღეს ორკებს არ აქვთ არცერთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც დააკმაყოფილებდა მათ სამხედრო საჭიროებებს ხერსონის მახლობლად სამხედრო ჯგუფების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სობოლევსკიმ.

მან დასძინა, რომ ანტონოვსკის ხიდი, მიუხედავად რუსი ოკუპანტების მცდელობისა, შეაკეთონ იგი, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება დიდი რისკია, თუნდაც ფეხით გადასვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა

👉 უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა კიდევ 6 გემმა მიიღო