მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს არ აქვს რესურსი იზიუმზე შეტევისთვის - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის კვლევის ინსტიტუტი

წარუმატებელი შეტევის გამო რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, უარი თქვან უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის მცდელობებზე იზიუმ-სლავიანსკ-დებალცევეს ხაზის გასწვრივ. დარჩენილი ძალები გადაინაცვლებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით სულ მცირე წარმატების მისაღწევად. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს.

როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, 12 მაისის მდგომარეობით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ თითქმის მთელ რუბეჟნოეს და ქალაქ ვოევოდოვკას სევეროდონეცკის ჩრდილოეთით. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დამპყრობლები შეეცდებიან სახმელეთო თავდასხმის განხორციელებას სევეროდონეცკზე ან მის შემოგარენში.

რუსული ძალების შედარებით წარმატებამ სევეროდონეცკის მახლობლად და იზიუმისკენ წინსვლის წარუმატებელმა მცდელობებმა თავდასხმის ძალის შესამჩნევ ვარდნასთან ერთად, შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, მიატოვოს იზიუმის ღერძი.

გარდა ამისა, როგორც ვკითხულობთ, ხარკოვის ირგვლივ უკრაინის კონტრშეტევა, ასევე, აიძულებს რუსეთის სარდლობას რთული არჩევანის გაკეთებას. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხარკოვიდან გამოყვანილი რუსული ჯარები რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოსკოვის ნებისმიერ სიტყვას არც ქაღალდზე აქვს ფასი და არც საუბრის დროს“ - მიხაილო პოდოლიაკი

✔️ „ჩვენ ვერ გადავარჩენთ უკრაინას, ხოლო აშშ-ს ეკონომიკას ვწირავთ“ - ამერიკელმა სენატორმა უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარება დაბლოკა

✔️ „მტერი ცდილობს შეტევაზე გადასვლას ლიმანის მიმართულებით, თუმცა გამანადგურებელი დანაკარგის წინაშე დგას“ - კირილენკო

✔️ მტერმა ჩერნიგოვის რეგიონის დაბომბვის გასაძლიერებლად ბრიანსკის რეგიონში არტილერია შეიყვანა - უკრაინის გენშტაბი

✔️ „უკრაინულმა არმიამ მტერი ხარკოვის მისადგომებიდან ფაქტობრივად განდევნა“ - ვადიმ დენისენკო