მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა პარტნიორებისგან 24 მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება - იური იგნატი

გამანადგურებელი თვითმფრინავები

უკრაინა თავისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან 24 მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა.

უკრაინისთვის პრიორიტეტი ამერიკული F-16-ების მიღებაა, თუმცა კიევი განიხილავს ფრანგულ Rafale-სა და შვედურ Gripen-ს.

იგნატმა დაადასტურა, რომ გარდა რთული პოლიტიკური მოლაპარაკებებისა, რომელსაც ეს ოპერაცია მოითხოვს, მოკლევადიან პერიოდში კიევი ვერ შეძლებს ამ თვითმფრინავების ბრძოლის ველზე გამოყენებას, რადგან მფრინავების და სახმელეთო მხარდაჭერის გუნდების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა კონსტანტინივკა დაბომბეს - დაიღუპა 3 და დაშავდა 14 ადამიანი

👉 ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა

👉 ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში, რამდენიმე საათში ქალი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს - ბათუმში ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს

👉 „ჩვენი მიზანი ნათელია, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით“ - ოლაფ შოლცი

👉 ჩვენ უკრაინის მხარეზე ვდგავართ ყოველგვარი „თუ-ს“ და „მაგრამების“ გარეშე - ურსულა ფონ დერ ლაიენი