მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელები ბორის ჯონსონისთვის მოქალაქეობის მინიჭებასა და პრემიერად დანიშვნას ითხოვენ - პეტიცია

ბორის ჯონსონი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის თანახმადაც, უკრაინელები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასა და უკრაინისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვენ.

„ბატონო პრეზიდენტო,

გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები:

- ბორის ჯონსონის გლობალური მხარდაჭერა;

- მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ;

- განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში.

უარყოფითი ასპექტები:

- ამ დანიშვნის შეუძლებლობა უკრაინის მოქმედი კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 3 300-ზე მეტი ხმა აქვს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პეტიცია განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა დააგროვოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

👉 გერმანიამ უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II და 3 ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 გადასცა

👉 რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

👉 „პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის ის, რაც პოლიტიკოსებს შეეფერებათ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 „როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, რომ აფრიკის ქვეყნებში სერგეი ლავროვის ტურნე იწყებოდა, დაიწყეს სირბილი დიპლომატიურ დონეზე და ეხვეწებოდნენ, არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან“ - მარია ხაზაროვა