მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, რომ აფრიკის ქვეყნებში სერგეი ლავროვის ტურნე იწყებოდა, დაიწყეს სირბილი დიპლომატიურ დონეზე და ეხვეწებოდნენ, არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან“ - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის იზოლაციის დასავლური მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და თავად დასავლეთის თვითიზოლაცია გამოიწვია.

„იზოლაციასთან დაკავშირებული ამ ისტორიის დასასრულს, რომელიც დასავლეთისთვის თვითიზოლაციად იქცა, მინდა შეგახსენოთ: როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, რომ აფრიკის ქვეყნებში სერგეი ლავროვის ტურნე იწყებოდა, დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში სირბილი თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების დონეზე და ეხვეწებოდნენ, არ გადაეღოთ ლავროვი და არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან: ეს არის ე.წ. იზოლაციის დონე. იზოლაციის თემით ახლა დაკავებულები არიან საინფორმაციო ჯარები - პრესმდივნების ყველანაირი ტიპი, თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სპეციალური კოორდინატორები. მათ თავი შეირცხვინეს მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ომის“ გამოცხადებით“, - განაცხადა ზახაროვამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა სამხედრო სამსახური სავალდებულო?

კახა კალაძე: ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა

მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი, უკიდურესად დიდი ქაჯობაა - თინა ხიდაშელი

რომის პაპის ისტორიული ბოდიში - პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო