
„გუშინ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს ლისიჩანსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან დამპყრობლების თავდასხმის შეჩერება. მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია“, - ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსები ზეწოლას ახდენენ ლუგანსკის რეგიონის თითქმის ყველა დასახლებული პუნქტიდან, რომელიც მათ ხელში ჩაიგდეს.
„მუდმივი ცეცხლით სურთ ჩვენი მებრძოლების გაყვანა ფორტიფიკაციებიდან და ამავდროულად, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაზე. გახშირდა საჰაერო დარტყმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფლებზე“, - განაცხადა გაიდაიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო“ - მიხაილო პოდოლიაკი
👉 უკრაინელებმა მტრის შეტევის მცდელობები იუჟნობუჟსკის მიმართულებით აღკვეთეს - უკრაინის გენშტაბი