მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე“ - დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე მარტო ბიძინა ივანიშვილი კი არ იქნება, არამედ, მისი გარემოცვაც.

„დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა“, - განაცხადა არახამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინა ომში ბელორუსის მონაწილეობის ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება - უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

👉 „მხოლოდ მათ, ვინც აბსოლუტურად არ იცის ისტორიის სიმართლე, შეუძლია გადაწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 5 თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 183 რელიგიური შენობა გაანადგურა

👉 „ანტიისტორიული რეჟიმების“ დამხობის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ისტორიის უპირობო ნაგავსაყრელში - მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვს პასუხობს

👉 „რუსი და უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ერთად ცხოვრებას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელებს, გათავისუფლდეს აბსოლუტურად ანტიხალხური რეჟიმისგან“ - სერგეი ლავროვი