უცხოეთი

ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

სამხედრო წვრთნები
1660552818
დაკოპირებულია

ახალი ზელანდია უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად დიდ ბრიტანეთში 120 სამხედროს გზავნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ორი ქვეითი ქვედანაყოფი მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელ საბაზისო უნარებში, მათ შორის იარაღის მართვაში, საბრძოლო პირველადი დახმარების გაწევაში.

მთავრობამ განაცხადა, რომ დაახლოებით 800 უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ჩატარდება ექსკლუზიურად გაერთიანებული სამეფოს ოთხი ლოკაციიდან ერთ-ერთში.

„ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და შემდგომში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობა არასწორი და მიუღებელია. ჩვენს მიერ რუსეთის ქმედების დაგმობა სიტყვების მიღმაც გაგრძელდება, ეს მოიცავს დახმარებას საქმითაც“, - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდენმა. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა პრეზიდენტ ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ივნისში კიევში ვიზიტისას შესთავაზა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედროებს შეუძლიათ ყოველ 120 დღეში 10000-მდე უკრაინელი სამხედროს მომზადება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში

✔️ პუტინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ განაცხადა

✔️ უკრაინულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს