მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს - BBC

ცნობილი ჯაშუში

ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა, პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. 

მისი დაპატიმრების შემდეგ, 2001 წელს შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მონტესმა თითქმის მთლიანად გათქვა აშშ-ის სადაზვერვო ოპერაციები კუნძულზე.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ოდესმე ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს დაუკავებიათ. 

„კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ მათი სასარგებლოდ გამოყენება“, - აცხადებს კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მიშელ ვან კლივი.

მას შემდეგ, რაც მონტესი დააკავეს, მას ბრალი დასდეს ოთხი ამერიკელი დაზვერვის ოფიცრის ვინაობისა და უზარმაზარი საიდუმლო მასალის გამხელაში.

მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, რომ მონტესის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებას.

„ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ქმედება ლათინურ ამერიკაში და მრავალი თვალსაზრისით სწორედ ამან აიძულა იგი ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან“, - წერს „ბიბისი“. 

მიუხედავად გათავისუფლებისა, 65 წლის მონტესი 5 წლის ვადით მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ანა მონტესს ხელისუფლებაში დასაქმება და უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება ეკრძალება. 

FBI-ს მიაჩნია, მონტესი ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისი ძველი კავშირების აღდგენას შეძლებს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ - კირკოროვი დასანქცირებაზე

👉 ვოლოდინი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების თითქმის 70%-ზე მეტი რუსეთში დარჩა

👉 ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

👉  პოდოლიაკი - რუსეთი ყირიმიდან გაქცევისთვის მზად არის

👉 ჩინეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის

👉 ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, მისი მხარდაჭერის პროტესტი წესებს მიღმა გავიდა

👉  არეულობა ბრაზილიაში - დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი