მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში თურქეთის საელჩოში უცნობმა პირმა თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა

მიწისძვრა თურქეთში

აშშ-ში მდებარე თურქეთის საელჩოში უცნობი მამაკაცი მივიდა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა, - ამის შესახებ CNN-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

შარიფის თქმით, უცნობი პირი პაკისტანის მოქალაქე იყო. 

„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი „ტვიტერზე“.

თურქეთის ერთ-ერთმა სახელმწიფო მედიამ, Anadolu Agency-მ ინფორმაცია დაადასტურა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ფრონტზე წარუმატებლობამ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების შესაძლებლობაში რუსეთის რწმენა შეასუსტა - ISW

🔴 სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დარჩება - მედია