მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა, 30-31 იანვარს ბლინკენი იერუსალიმსა და რამალაში ჩავა, სადაც ჯერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო შემდეგ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამის შესახებ aljazeera იტყობინება. 

მედიასაშუალება წერს, რომ ვიზიტის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ისრაელის ძალებმა ცხრა პალესტინელი მოკლეს, ხოლო საპასუხოდ პალესტინამ თავდასხმა განახორციელა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სადაც 7 ებრაელი დაიღუპა. 

„ორივე ლიდერთან შეხვედრაზე მოწოდება იქნება, რომ ფართოდ გადაიდგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  ირანის განცხადებით, საელჩოზე თავდასხმამ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს

➖  მხარდამჭერები მონაწილეობენ უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში - მელია

➖  გენერლები პუტინს ევედრებიან, დიდი შეტევა არ წამოიწყოს - არესტოვიჩი

➖  რუსეთის მოქალაქეებად არ მივიჩნევ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

➖  შოლცის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაუშვებელია