მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპარლამენტარები ოლივერ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

უნგრელი ევროკომისრი

ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში უნგრელი ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

კომისარს ბრალი დემოკრატიული რეფორმებისადმი და განვითარებად სახელმწიფოებში კანონის უზენაესობისადმი არასაკმარის მხარდაჭერაში ედება.

ევროპარლამენტარებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება იმ ცნობების შესახებ, რომ ოლივერ ვარჰეი, მიზანმიმართულად ასუსტებდა დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობას იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან.

პარლამენტმა მოუწოდა კომისიას დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება იმის თაობაზე, არის თუ არა ოლივერ ვარჰეის ქმედებები  ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ფინეთის პრემიერი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს - მედია

🔵 ირანის ხელისუფლებას სურს ევროკავშირის ქვეყნების ჯარები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიაროს

🔵 გერმანია უკრაინას ტანკებს არ მიაწვდის, მაგრამ სხვებს არ ეწინააღმდეგება - გერმანიის თავდაცვის მინისტრი