მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკის გადაწყვეტილების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ტვიტერზე დაბრუნებაზე უარს ამბობს

სად იქნება ტრამპი ინაუგურაციის დღეს

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაბრუნდება სოციალურ ქსელ ტვიტერზე, სადაც მისი ანგარიში 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დაბლოკეს ძალადობის წაქეზების გამო.

„მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ამის (ტვიტერზე დაბრუნების) მიზეზს ვერ ვხედავ. უამრავი პრობლემაა ტვიტერზე. თქვენ ხედავთ, რა ხდება იქ: ჩართულობა იკლებს, ბევრი ყალბი ექაუნთია“, - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა შეაქო ილონ მასკის გადაწყვეტილება სოციალური ქსელის შეძენის შესახებ.

„კარგია, რომ მან შეიძინა ტვიტერი, მე ყოველთვის მომწონდა ის (მასკი). ჩემი პრეზიდენტობის დროს ვმეგობრობდი“, - დასძინა ტრამპმა.

როგორც ცნობილია, ტვიტერის ახალი მფლობელისა და ხელმძღვანელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ქსელის ადმინისტრაციამ აღადგინა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კოლორადოში, LGBTQ ღამის კლუბში შეიარაღებული პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი

👉 გასული 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა

👉 ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი ისტორიაში პირველად კიევს ეწვია და ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

👉 ამდენი დიაგნოზის მქონე კაცის რეაბილიტაცია არცერთ კლინიკას საქართველოში, სამწუხაროდ, მისი დონიდან გამომდინარე, არ შეუძლია - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 უკრაინამ ცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale საზენიტო სისტემები მიიღო