მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძრის გამო პანიკაში ჩავარდნილმა მგზავრებმა მატარებლის მინები ჩაამსხვრიეს და გაიქცნენ, დაშავებულია 20-მდე პირი - მასშტაბური ხანძარი ესპანეთში

ხანძარი ესპანეთში

ესპანეთში 20-მდე მგზავრმა დამწვრობა მიიღო, მათგან სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.ამის შესახებ guardian-ი იტყობინება. 

მემანქანემ სახიფათო მდგომარეობის და მგზავრების უსაფრთხოების გამო, გადაწყვეტილება მიიღო აღმოსავლეთ პროვინციაში არ წასულიყო და მატარებელი უკან მოებრუნებინა.  

მატარებელი, რომელიც ვალენსიის აღმოსავლეთ პროვინციაში მიემართებოდა, გაჩერდა. პანიკური მდგომარეობის და მატარებელში ხანძრის გაჩენის შიშით, რამდენიმე მგზავრმა ფანჯრიდან გადახტომის გადაწყვეტილება მიიღო, რა დროსაც 20-მდე მგზავრი დაშავდა.  

მათგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი პირი ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაშავებულებს შორის არის 10 წლის გოგონა. 

„მატარებელი, რომელშიც 48 მგზავრი იმყოფებოდა, გაჩერდა და სანამ მძღოლი უკან დახევას მოახერხებდა, რამდენიმე მგზავრმა ჩაამტვრია მინები და გაიქცა. მათ დაინახეს, რომ ცეცხლის ალყაში იყვნენ მოქცეული, სწორედ ამ დროს მიიღეს დამწვრობა“, - აცხადებს  ესპანური სარკინიგზო კომპანიის Renfe-ს წარმომადგენელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ბიუჯეტური სმარტფონების მიწოდება რუსეთში თითქმის 60%-ით შემცირდა - „კომერსანტი“

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს

👉 უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

👉 მექსიკის საავადმყოფოში კუბელი ექიმი მოკლეს