მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი მზადაა, ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპის ქვეყნებს რუსეთიდან მომავალი ენერგონაკადების მიწოდების შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ლუკაშენკოს თქმით, გაზის მიწოდებას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ პოლონეთი ბელარუსს საზღვარს ჩაუკეტავს. 

ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ბელარუსის მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს.

მარიშ ბლაშჩაკის განცხადებით, ბელარუსმა სამხედროებმა ქალაქ ტერესპოლის მახლობლად დაყენებული განათება იარაღის სროლის შედეგად დააზიანეს.

„ბელარუსის სამსახურების პროვოკაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, - წერს მარიუშ ბლაშჩაკი Twitter-ზე. 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს ახალ რეგულაციას, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს შეზღუდოს წვდომა ბელორუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მხარეს პოლონეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი იმყოფება, რომლებიც ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ. მათ საზღვრის მახლობლად კარვების ქალაქი გაშალეს. რამდენიმე მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო, თუმცა ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს. 

ამავე თემაზე: 

🔴 პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა

🔴 ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

🔴 მიგრანტთა ორმა ჯგუფმა ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლა მოახერხა

🔴 უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან

🔴 პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სირიელი მიგრანტის ცხედარი იპოვეს

🔴 პუტინი პოლონელ ძალოვნებს ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ცემაში ადანაშაულებს

🔴 პოლონელი მესაზღვრეები: მიგრანტებს ბელარუსში საზღვრის გარღვევისთვის ამზადებენ