მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატოსთან ურთიერთობები კეთილსინდისიერად განვავითარეთ, მაგრამ არავინ გვისმენს“ - მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი

„ნატოსთან ურთიერთობები ნამდვილად კეთილსინდისიერად განვავითარეთ, მაგრამ არავინ გვისმენს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა

მედვედევის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ალიანსს შეუერთდება, ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე ახალი დამრტყმელი ტიპის ძალა იდგება. 

სწორედ ამიტომ, მედვედევი ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რუსეთისთვის წითელი ხაზი იქნება. 

„ჩვენ ნამდვილად კეთილსინდისიერად განვავითარეთ ურთიერთობები ნატოსთან, ახლაც მახსოვს ჩემი მონაწილეობა რუსეთ-ნატოს სამიტებში, მაგრამ არავინ გვისმენს.

საქმე ის კი არ არის, რომ მაგალითად, ვსაუბრობთ უკრაინაზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, არამედ ის, რომ ეს არის რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს წითელი ხაზებია, რაზედაც ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა და უკვე ძალიან, ძალიან ახლოსაა.

მაგალითად, თუ უკრაინა შეუერთდება ნატოს, ახალი ტიპის დამრტყმელი ძალა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე იქნება. ამ თვალსაზრისით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ამას უკავშირდება ის დოკუმენტები, რომლებიც ჩამოაყალიბეს და გადასცეს ამერიკელებს.

პერიოდულად გვიჩურჩულებენ ყურში, რომ უახლოეს წლებში უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება და საერთოდ არ შევა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე შესაძლებელია უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დამრტყმელი ტიპის იარაღის მიწოდება. მერე იტყვიან „ეს არ არის ნატო, ნატოსთან ამას საერთო არაფერი აქვს“, მაგრამ ჩვენ გვესმის როგორ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს მედვედევი.. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის გამო კონფლიქტის იდეა, კატასტროფული სცენარი იქნება“ - მედვედევი

🔴 „ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსს ან რუსეთს თავს დაესხმებიან“ - ლუკაშენკო

🔴 „ომი არ იქნება, ომები არ გვინდა“ - სერგეი ლავროვი