მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ინტერესებისთვის არ ჩათრეულა და უკრაინამ რატომ უნდა დაიცვას?“ - უკრაინელი ექსპერტი (ვიდეო)

ვალენტინ გლადკიხი

„როდესაც სააკაშვილი საქართველოში წაეთრია, მან მშვენივრად იცოდა, ეს რით დასრულდებოდა. ის საქართველოში უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე აშკარად არ წასულა, ის წავიდა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“ ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა ვალენტინ გლადკიხმა გადაცემა „პოლიტბიუროს" ეთერში განაცხადა.

„ეს არის მისი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მე ძალიან არ მსურს, რომ უკრაინის სახელმწიფო სააკაშვილს მის ავანტიურებში ეხმარებოდეს. რა, იქ უკრაინის მოქალაქეების ინტერესებს იცავდა, როდესაც საქართველოში წავიდა? დიახ, ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილს სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ, თუ მას ფული არ ჰყოფნის, შეიძლება ადვოკატიც ვუქირავოთ, მაგრამ, არა მგონია, უკრაინამ სააკაშვილის გასათავისუფლებლად საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატაროს.

„ვურჩევ იმ ადამიანებს, ვინც ექსტრადირებაზე საუბრობს, გუგლში მაინც ნახონ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ექსტრადირება ხდება იმ დროს, როდესაც ადამიანმა ჩაიდინა რაღაცა დანაშაული რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდეგ წავიდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ის ქვეყანა, სადაც ეს ადამიანი ეჭვმიტანილია ამ თუ იმ დანაშაულში, ითხოვს ამ პირის გადმოცემას. ასე რომ სააკაშვილს რომ ჩაედინა დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე და შემდეგ წასულიყო საქართველოში, მაშინ კი, შეიძლება ექსტრადირების მოთხოვნა, და შემდეგ მეორე მხარე წყვეტს, გადმოსცეს სააკაშვილი თუ არა, იმისთვის, რომ ის უკრაინაში გასამართლდეს. ამ შემთხვევაში მისი გასამართლება შეიძლება მხოლოდ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.

გლადკიხის თქმით, მას ძალიან არ სურს, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები სააკაშვილის ავანტიურების გამო გაუარესდეს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს

🔴 უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - თინა ხიდაშელი (ვიდეო)

🔴 „ქართველი ხალხის ვალია მიხეილ სააკაშვილი ტყვეობისგან დაიხსნას“ - ბექა ბასილაია

🔴 მადლობელი უნდა იყოს, რომ 2012 წლამდე არსებულ ციხეში არ ზის - დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილზე