მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტეხასში ავტოკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

თავდასხმა ტეხასის გზატკეცილზე

აღმოსავლეთ ტეხასის შტატში ავტომანქანა, რომელიც ორზოლიანი გზატკეცილის არასწორ მხარეს მოძრაობდა, ტოიტას ტიპის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, შეჯახება ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. ავტომობილი გაუნათებელი გზატკეცილის არასწორ მხარეს მოძრაობა. 

ჯერარდო ლოპესმა, რომელიც გზატკეცილთან ახლოს ცხოვრობს, თქვა, რომ დილით ის უჩვეულო ხმამ გააღვიძა. 

„ვნახე, მანქანას ცეცხლი ეკიდა და კაცი დახმარებას ითხოვდა. პატარა ცეცხლსაქრობით მივედი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თავს ცუდად ვგრძნობ, ახლაც ჩამესმის ყურში ადამიანების განწირული ხმა, კივილი“, - აცხადებს თვითმხილველი. 

„ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. უცნობია მომხდარის მოტივი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  სახლზე ხის დაცემის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - შემთხვევა ალაბამაში

🔴  განადგურებულია 39 ათასზე მეტი რუსი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგებზე

🔴  აშშ უკრაინაში შორი დისტანციის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისგან თავს იკავებს - Wall Street Journal

🔴  რუსებმა ნიკოლაევი C 300 -ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს

🔴 „პრეზიდენტი სწორ ნაბიჯებს დგამს საქართველოს იმიჯის გადასარჩენად“ - პაატა ზაქარეიშვილი