მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟირინოვსკი საავადმყოფოში ახლობლებს ვეღარ ცნობს

ჟირინოვსკი მეშვიდედ აიცრა

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ომიკრონით გამოწვეული ფილტვების დაზიანებით კრემლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლობლებს ვეღარ ცნობს. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

ჟირინოვსკი თანაპარტიელებს, ახლო ნათესავებსა და ექიმებს ვერ ცნობს. მისი მდგომარეობა მძიმეა და ექიმები ვერანაირ კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჟირინოვსკი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, რადგანაც მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია.

10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამკურნალოდ, შესაძლოა, ისრაელში ან გერმანიაში გადაიყვანონ.

ამავე თემაზე:

ჟირინოვსკი, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსული მედია