მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟირინოვსკი, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კრემლის ცენტრალურ კლინიკაში „ომიკრონით“ გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ Ura.news იუწყება. 

ჟირინოვსკის პარტიასთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, პარტიის ლიდერმა, შესაძლოა, მკურნალობა ისრაელში ან გერმანიაში გააგრძელოს. ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობით არ არის გამოწვეული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა ძალზე მძიმეა და „მისი სიცოცხლის გადარჩენაზე მთელი რუსეთის მედიცინა მუშაობს“.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან არის მიერთებული, ექიმები კი ვერანაირ კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებენ. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსული მედია

🔴  ნაზარბაევი ცოცხალი აღარ არის - ჟირინოვსკი

🔴  ჟირინოვსკი: ახალი წლის ღამეს უკრაინა უნდა დავბომბოთ (ვიდეო)