მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად“ - რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური   მოძრაობის“ წევრი

„ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ და მალე ივანიშვილს სანქციების დოკუმენტს მიუტანენ.

ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ტრიოს შექმნით ივანიშვილი დასავლეთს დაუპირისპირდა. რომან გოცირიძე კი მის ამ ნაბიჯის სულელურ ქმედებას უწოდებს. 

ორი რამ არის ნათელი. პირველი ის რომ ივანიშვილს მიუკაკუნეს კარებზე და სულ მალე დადგება დრო როდესაც მიუტანენ კონვერტში ჩადებულ სანქციების შესახებ დოკუმენტს ეს არის რეალობა. ივანიშვილი წავიდა ვაბანკზე დაუპირისპირდა მთელ დასავლეთს და გააკეთა სულელური ნაბიჯი, ის აზიანებს ქვეყანას.

ივანიშვილის პრობლემა გადაიქცა საქართველოს პრობლემად. მმართველი პარტია იცავს არა ქვეყნის ინტერესს და მომავალს, არამედ ივანიშვილის ბიზნესს. ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად. ეს სახელისუფლებო ოთხეული ხმალამოღებული  იბრძვიან ივანიშვილის გადასარჩენად. 

ამ 12 ვალდებულებებიდან მმართველ პარტიას რაღაცები უნდა შევასრულებინოთ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დარწმუნებული ვარ ნიკა გვარამიას გამოშვება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ. 6 თვე არ არის ცოტა დრო. მათ მოუწევთ დათმობებზე წასვლა“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

👉 „ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო“ - კელი დეგნანი

👉 „ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან „სირცხვილიასავით​​“ - მეუფე იაკობი

👉 „ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ“ - კელი დეგნანი