მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არა მგონია, ეს რუსეთის გაკეთებული იყოს, ვფიქრობ, უკრაინელ ოლიგარქებს სჭირდებოდათ მისი თავიდან მოშორება - გია ხუხაშვილი სააკაშვილზე

პოლიტოლოგი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს აფასებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა, შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი იყოს.

როგორც ხუხაშვილმა Pia.ge-სთან საუბარში განაცხადა, არ ფიქრობს, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელი ურევია. მისი აზრით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა ქართველი და უკრაინელი ოლიგარქების დაგეგმილი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს უკრაინაში ბევრი მიიჩნევდა პირად მტრად.

„ინტერესი სააკაშვილის მიმართ მარტო რუსებს არ ჰქონდათ. ვფიქრობ და ამაზე არაერთხელ მითქვამს საჯაროდაც, რომ ეს იყო ოლიგარქების ერთგვარი კომბინაცია. სააკაშვილი მისი ხასიათიდან გამომდინარე ადვილად ექვემდებარება მანიპულაციებს. ვფიქრობ, უკრაინელ ოლიგარქებს სჭირდებოდათ მისი თავიდან მოშორება, იმიტომ, რომ პრობლემებს უქმნიდა, იგივე პოროშენკო, ავაკოვი, რომელი ერთი დაგისახელოთ, რომლებიც პირად მტრად თვლიდნენ, სააკაშვილის უკრაინიდან მოშორება მათ ინტერესებში შედიოდა. საქართველოში კიდე ეს „მგელი მოდის“, „მგელი მოდის“ ისტორია აღარ მუშაობდა, შესაბამისად, მგელი ციხეში გახდა საჭირო და უკრაინელმა და ქართველმა ოლიგარქებმა მოილაპარაკეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია. მე ეს ვერსია მგონია ყველაზე რეალისტური (ქართველ ოლიგარქში პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება), მაგრამ შეიძლება მარტი ის არ იყოს. ასე რომ, ყველაზე ლოგიკურად ეგ ვერსია მეჩვენება, არაფერს არ ვამტკიცებ.

ბუნებრივია, ეს სერიოზული კოზირი ხდება რუსეთთან თამაშში, იმიტომ, რომ რუსეთსაც ჰქონდა ინტერესი, მაგრამ მე არა მგონია, ეს რუსეთის გაკეთებული იყოს. რუსეთის სპეცოპერაცია თუ იყო მისი საქართველოში შემოყვანა, მაშინ გამოდის, რომ მათთან ერთად ქართული სპეცსამსახურებიც მუშაობდა. აბა, რუსეთს თუ მისი დასჯა უნდოდა, რატომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ საქართველოშიც დაისჯებოდა. ასე რომ, ეს რთული თემებია, ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია.

ფაქტია, რომ ეს იყო დიდი სიბრიყვე (სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა), ფატალური შეცდომა. თავის თავის უბედურია ეს კაცი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ ჩართულნი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 იტალია და საფრანგეთი შეთანხმდნენ 700 რაკეტის შეძენაზე საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც უკრაინასაც გაუგზავნიან - მედია

👉 აშშ-ში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო - CNN

👉 რუსეთი ვეღარ აწარმოებს საკმარის რაკეტებს მუდმივი მასიური დაბომბვისთვის - ოლექსი დანილოვი

👉 ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი - ლაშა ფარულავა

👉 „უპირობოდ, ნიკა მელია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“ - სოფო ჯაფარიძე